reklama
reklama
  • :

კრემლში არ სურთ საქართველო იყოს ევროპის გაზმომარაგების ალტერნატიული წყარო, რის გამოც საქართველო რუსი სტრატეგების თვალში კვლავ "შავ ხვრელად" რჩება და რომლის გამოც, მათ აზრით, საქართველო დროულად უნდა "დაისაჯოს".

კრემლში არ სურთ საქართველო იყოს ევროპის გაზმომარაგების ალტერნატიული წყარო, რის გამოც საქართველო რუსი სტრატეგების თვალში კვლავ "შავ ხვრელად" რჩება და რომლის გამოც, მათ აზრით, საქართველო დროულად უნდა "დაისაჯოს".

იტალიამ მწვანე შუქი აუნთო TAP - ტრანს-ადრიატიკულ გაზსადენის პროექტს. ტრანს-ანატოლიური გაზსადენი (TANAP), გაფართოებულ სამხრეთ კავკასიურ (SCP) და ჯერ კიდევ მშენებარე, ტრანს-ადრიატიკულ (TAP) გაზსადენებთან ერთად „სამხრეთის გაზის დერეფანს“ კრავს, რაც ევროკავშირის ბაზარზე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა და ბრიუსელის ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკაში სრულად ჯდება.

პირველ ეტაპზე, 2-დან 6 მლდ კბ/მ აზერბაიჯანულ გაზს მხოლოდ თურქეთი მიიღებს, 2020 წლის შემდეგ, როცა SCP-სა და TANAP-ს ოფიციალურად მიუერთდება TAP-ი, დერეფანმა უკვე 16 მლდ კბ/მ გაზი უნდა გაატაროს, საიდანაც 10 მლდ-ს იტალია წაიღებს.

უფრო შორეული გეგმებით, ამ მარშრუტით ევროპელ მომხმარებლამდე 2023 წლისთვის - 23 მლდ კბ/მ, ხოლო 2026 წლისთვის - 31 მლდ კბ/მ გაზი უნდა მივიდეს. ამ შემთხვევაში „სამხრეთის გაზის დერეფანს“ ევროპაში რუსული გაზის კონკურენტად გადაქცევის შანსი აქვს. შედარებისთვის, რუსეთმა 2017 წელს, ევროპაში 193 მლდ კბ/მ გაზი გაყიდა.

© გია აბაშიძე

My Webpage


2-11-2018, 16:12

72

უკანასკნელი სიახლეები