reklama
reklama
  • :

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ანკარაში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ანკარაში სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრები საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებსა და წევრებს შორის გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება თურქეთის პრემიერმინისტრთან ბინალი ილდიმირთან და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ისმაილ კაჰრამანთან.

სამმხრივი ფორმატის ფარგლებში მხარეები საპარლამენტო დიპლომატიის, რეგიონული უსაფრთხოების და პოლიტიკურ- ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და ახალი პერსპექტივის საკითხებს განიხილავენ.

„თანამშრომლობის ეს ფორმატი კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ განვიხილოთ სამმხრივი პარტნიორობის დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. ვისაუბრებთ სამეზობლო პოლიტიკის შესახებ. განვიხილავთ თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივებსა და გეგმებს. თურქეთსა და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და მივესალმები საპარლამენტო დონეზე არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილე მხარეები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს.

მსგავსი სამმხრივი საპარლამენტო შეხვედრა თურქეთს, აზარბაიჯანსა და საქართველოს შორის 2014 წლის 27 ნოემბერს ბათუმში გაიმართა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი.


27-02-2018, 15:23

222

უკანასკნელი სიახლეები