reklama
reklama
  • :

გიორგი წერეთელმა გაეროს შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა და ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ ნიუ-იურკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) შეხვედრები გამართეს.

გიორგი წერეთელმა მსოფლიოში არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით, ორი საერთაშორისო ორგანიზაციის - ეუთოს და გაეროს ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინირებულ მიდგომებზე ისაუბრა.

„ეუთო და გაერო მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ერთმანეთის სიძლიერეზე დაფუძნებული ორგანიზაციებია და ჩვენი პარტნიორობა ბუნებრივ თანამშრომლობას ემყარება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები აქტიურად მუშაობენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მიგრაციის საკითხები და გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარების გზების ძიება და აღსანიშნავია, რომ გაეროსთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულ გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ", - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ნიუ-იორკში გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, მიროსლავ ლაიჩაკთან, გენერალური მდივნის მოადგილის, ვლადიმერ ვოლონკოვთან, პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწე, მიროსლავ იენკასთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, იანიკ გლემარეკთან გამართულ შეხვედრებზე, გიორგი წერეთელმა ყურადღება ერთობლივი მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა და განსაკუთრებით აღნიშნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა უკრაინის კრიზისი, საქართველოს და მთიანი ყარაბახის მოუგვარებელი კონფლიქტები, ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებული მოვლენები და ჰუმანიტარული საკითხები.

აშშ-ში ვიზიტისას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გაეროში იტალიის ელჩს, სებასტიანო კარდის და საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, კახა იმნაძეს შეხვდა.


6-02-2018, 10:37

130

უკანასკნელი სიახლეები