reklama
reklama
  • :

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ეს არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყონებლივ ჩარევას საჭიროებს.

შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მის დაცვაზე მუდმივი დაკვირვება და სტანდარტების შემდგომი სრულყოფა არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ამასთან, ეს ვალდებულება აისახა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც, რომლითაც მკვიდრდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის ახალი, გაცილებით მაღალი სტანდარტი.

აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოებისა დაზოგადად, შრომითი უფლებების დაცვის საკითხების განხილვისა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავების მიზნით, საქართველოს პარლამენტი გეგმავს შექმნას გამჭვირვალე და ფართო სადისკუსიო ფორმატი, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა. შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისკენ. ამდენად, მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებიც იყვნენ ჩართული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში.

ჯანსაღი ეკონომიკური და სოციალური გარემოსთვის, საჭიროა უზრუნველვყოთ ჰარმონიული ურთიერთობა დამსაქმებლებსა დადასაქმებულებს შორის, რაც გაზრდის შრომის პროდუქტიულობას, ხელს შეუწყობს კომპანიებისგაძლიერებას და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურგანვითარებას.

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე


5-02-2018, 13:21

104

უკანასკნელი სიახლეები