reklama
reklama
  • :

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სტომატოლოგი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სტომატოლოგი;

- ბატონო ზაზა, რატომ უნდა გავითეთროთ კბილები?

ჩაი, ყავა, სიგარეტი, კბილის ბუნებრივი ცვეთა, ბზარები ემალში და პიგმენტები საკვებიდან - იწვევს კბილების გამუქებას და ამის შემდეგ იწყება სახიდან ღიმილის გაქრობა. ადამიანები კი, მუქი კბილებითა და ღიმილის გარეშე, ნაკლებად იწვევენ სიმპატიას. ამასთან ერთად, თეთრი და ლამაზი კბილები ცხოვრების მაღალი ხარისხის ნიშანია და ამ მოცემულობას, ვერსად გავექცევით! ეს ჩვენი ყოველდღიურობაა!

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სტომატოლოგი

- ბატონო ზაზა, რამდენად უსაფრთხოა კბილების გათეთრების პროცესი?
წლების განმავლობაში, თავად სტომატოლოგებს შეჰყავდათ შეცდომაში ადამიანები, როდესაც კბილის გათეთრების მავნე მხარეებზე საუბრობდნენ. არ დაიჯეროთ! დღეს უკვე დამტკიცებულია, რომ კბილის გათეთრება არის სტანდარტული პროცედურა ესტეთიურ სტომატოლოგიაში, რომელიც თქვენს სახეზეც გააჩენს ქათქათა ე.წ „ჰოლივუდური ღიმილს“. გათეთრება რომ აზიანებდეს კბილებს, მას პირველ რიგში, ჩვენ, სტომატოლოგები არ გავიკეთებდით... არ გაითეთრებდნენ ცნობილი ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სტომატოლოგი

- საუბრობენ უკუჩვენებებსა და გართულებებზე. ეს თანმდევი პროცესია თუ მხოლოდ არასწორი მკურნალობის?
სპეციალისტის დახმარებისა და მკურნალობი სრული ციკლის შემთხვევაში მინიმუმამდე მცირდება უკუჩვენებები. ყველაზე ხშირი გართულებაა მომატებული მგრძნობელობა, რომელიც როგორც წესი 2-3 დღეში გადის. პაციენტთა უმეტესობისთვის ეს პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, როცა გათეთრებას სპეციალისტი მკურნალობის მთლიანი ჯაჭვის დაცვით მიმდინარეობს;

- შეგიძლიათ მოკლედ აღწეროთ პროცესი თუ როგორ ხდება კბილების გათეთრება?
თუ თქვენი მკურნალი ექიმი არ ცდილოსბ გაარკვიოს კბილების სავარაუდო გამუქების მიზეზი, არ გაცნობთ გათეთრების სავარაუდო უკუჩვენებებს, თუ გათეთრებამდე ორი კვირით ადრე არ ატარებს კბილების პროფესიონალურ გაწმენდას და რემინერალიზაციურ თერაპიას, მაშინ, იცოდეთ, რომ თქვენ არასწორად შეარჩიეთ სტომატოლოგიური კლინიკა. სწრაფი გათეთრება ტარდება კლინიკაში. სახლის პირობებში გათეთრების შემთხვევაში ვატანთ კლინიკაში დამზადებულ კაპებს და გამათეთრებელ მასალას, სახლის გათეთრებას სჭირდება 2-3 კვირა. გათეთრებამდე და გათეთრების შემდეგ უნდა დავიცვათ თეთრი დიეტა. არ მივიღოთ ფერადი საჭმელები დასასმელები კოკა-კოლა, შავი შოკოლადი, წითელი ღვინო, ჩაი, ყავა, სიგარეტი 4კვირის განმავლობაში (2 კვირა გათეთრებამდე და 2 კვირა გათეთრების შემდეგ).

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სტომატოლოგი

- რახან არსებობს კბილების გათეთრების რამდენიმე მეთოდი, რომელი მეთოდია უკეთესი?
გათეთრების ყველა მეთოდს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, შესაბამისად ექიმმა უნდა შეარჩიოს თუ როდის და რა შემთხვევაში რომელი მეთოდი სჯობია. თუ ვჩქარობთ და დროში ვართ შეზღუდული უკეთესია კლინიკური გათეთრება, თუ მომატებული მგრძნობელობა გვაქვს - სახლის გათეთრება, რთულ შემთხვევებში როცა ძნელია გათეთრების ეფექტის მიღება - კომბინირებული მეთოდით. რა თქმა უნდა, ყოველთვის სჯობია გამოვიყენოთ ცნობილი შემოწმებული ბრენდები და ტექნოლოგიები, რომლებიც უფრო მოკლე დროში, მგრძნობელობის მომატების გარეშე იძლევა ყველაზე ხანგრძლივ და კარგ ეფექტს;

- რამდენიმე წლით ეფექტის შენარჩუნება შესაძლებელია?
ეფექტის შენარჩუნება ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კბილის ქსოვილების ინდივიდუალურობაზე, ასაკზე, კბილების მდგომარეობაზე, ასევე მოვლაზე. კარგ შემთხვევაში ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს 3-4 წელი. ყველაზე ცუდად ეფექტი უნარჩუნდებათ სიგარეტის მწევლებს. ფლუაროზის, ტეტრაციკლინის კბილების, სერი გამჭირვალე კბილების შემთხვევაში ეფექტი შეიძლება ვერ მივიღოთ ან შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი გათეთრება;

- ბატონო ზაზა, როგორ შევარჩიოთ კლინიკა ან ექიმი?
ჩვენ ვმუშაობთ კლინიკაში უახლესი პრემიუმ-კლასის ამერიკული სისტემით და აპარატით ბიონდ-პლიუს ედვანსდ, რომელიც ყველაზე ნაკლებად იწვევს მგრძნობელობის მომატებას. ცივი ნათებით ხდება გელის აქტივაცია და არ ხდება კბილის გადახურება, ასევე ახალ მოდელში დამატებულია გელის აქტივაცია ულტრაბგერით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გათეთრების ეფექტს და არანაირად არ მოქმედებს მგრძნობელობაზე. ნუ შეგეშინდებათ თამამად გაითეთრეთ კბილები და ისიამოვნეთ საკუთარი მომხიბვლელი ღიმილით.


5-01-2018, 16:22

1 487

უკანასკნელი სიახლეები