reklama
reklama
  • :

"ახალი შანსები გვაქვს ყველაფერი, ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ"- ნანუკა ჟორჟოლიანი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პოზიტიურ სტატუსს ავრცელებს და ცხოვრებაში დადებითი ენერგიის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"თუ თბილისში ხართ, გარეთ ცივა, მაგრამ მზეა. ასეთი ამინდი იქნება მთელი კვირაო, თუ არ ჩავთვლით ოთხშაბათის არევას.

ახალი კვირა დაიწყო, რაც ნიშნავს იმას რომ ახალი შანსები გვაქვს ყველაფერი, ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ. ზოგადად მგონია რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. მთავარია გვჯეროდეს, რომ გამოგვივა რაც გვინდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

ჩემი მეგობარი მიხსნიდა, წარმოიდგინე როგორ იღლები როცა არ იცი სად და რატომ მიდიხარო. ასეა ცხოვრებაც. გაცილებით უფრო მოკლეა გზა წარმატებისკენ, როცა ვიცით სად გვინდა მისვლა. მე მჯერა კოსმოსში გაგზავნილი ენერგიის, რაც ნიშნავს იმას რომ სხვების და საკუთარი თავის მიმართ რასაც გავიმეტებთ (თუნდაც ემოციურად) იგივე დაგვიბრუნდება.

წარმატებულ კვირას გისურვებთ. ენერგიას და რწმენას რაც აუცილებელია ამ წარმატების მიღწევისთვის",
- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

წყარო : digest.pia.ge


4-12-2017, 12:32

2 493

უკანასკნელი სიახლეები