reklama
reklama
  • :

Paradise Papers: მდიდარი ადამიანები ოფშორებში 8 ტრილიონ ევროს მალავდნენ

Paradise Papers-ის დოკუმენტები აჩვენებს, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები, ოფშორულ ზონებში დაახლოებით 8 ტრილიონ ევროს მალავდნენ. ამის შესახებ Sueddeutsche Zeitung-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით ყოველწლიურად ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ოფშორულ ზონებში 600 მილიარდამდე ევრო გადააქვთ. თანხები გადიოდა 19 კუნძულოვანი სახელმწიფოს ოფშორებში მათ შორისაა: არუბა, ბაჰამა, დომინიკა, ვანუატუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო და სხვები.
როგორც ცნობილია ჟურნალისტებმა 13.4 მილიონი ფაილი დაამუშავეს და აღმოაჩინეს „ მაღალი თანამდებობის პირების საგადასახადო ხარვეზები და რეზონანსული საქმიანი კონტაქტები.“
Paradise Papers-ის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ აშშ-ის ვაჭრობის მდივანს უილბერ როსს ფინანსური კავშირები ქონდა კომპანიებთან, რომელიც პუტინის გარემოცვის წევრებს ეკუთვნით. ვრცელდება ინფორმაცია რომ რუსული სახელმწიფო კომპანიები ВТБ-ბანკი და გაზპრომი, ფეისბუკში და ტვიტერში ახორციელებდნენ ინვესტიციას.
საერთაშორისო ჟურნალისურმა გამოძიბამ აჩვენა რომ ოფშორული კომპანიების კლიენტები იყვნენ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები და ისეთი ტრანსნაციონალური კომპანიები, რგორიცაა Apple და Nike.
გამოძიებამ ასევე გაარკვია, რომ კანადის 4 ყოფილი პრემიერი სარგებლობდა ე.წ. ფინანსური სამოთხით, რომელიც ოფშორებშია შექმნილი. იაპონელი მინისტრები და ცნობილი მომღერალი ბონოც სარგებლობდა ამ ოფშორით.
დოკუმენტებში ფიგურირებს უკრაინის პრეზიდენტის სახელიც. ჟურნალისტების ინფორმაციით პოროშენკოს მიერ ოფშორული კომპანიის შექმნა გადასახადების მინიმუმამდე შემცირებას ემსახურებოდა.


6-11-2017, 12:33

396

უკანასკნელი სიახლეები