reklama
reklama
  • :

სამხედრო პოლიგონზე სამახედრო დაშავდა - ჯარისკაცს ხელის ამპუტაცია დასჭირდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე 33 წლის ვალერი ჭანტურიძე დაშავდა. ჯარისკაცს კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.
დაშავებულის ოჯახისთვის უცნობია, თუ რა მოხდა პოლიგონზე და რა ვითარებაში დაშავდა ახალგაზრდა. ოჯახი ინციდენტის გამოძიებას და დახმარებას ითხოვს.

სამხედრო მოსამსახურე ქუთაისში, რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც "ნიუპოსტს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ინცინდენტი 26 ოქტომბერს მოხდა. უწყების ცნობით, "სიმონეთის სასროლეთზე სასწავლო სროლების მიმდინარეობისას, მსხილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის, საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის სამხედრო მოსამსახურე ვ.ჭ, რომელიც სამიზნე სროლებს ახორციელებდა, უეცარი გასროლის შედეგად დაუზიანდა მარცხენა ხელის მტევანი, რის გამოც გადაყვანილი იქნა ქ. ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, მარცხენა ხელის მტევნის ამპუტაცია. მომხდარ ფაქტთან დაკავშიფრებით იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში 124-ე მუხლით (janmrTelobis dazianeba gaufrTxileblobiT) საქმეზე ობიოუექტური ჭეშმარიტებისა და მომხდარის დეტალების გარკვევის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. აღსანიშნავია, რომ ვ.ჭ. მეცადინეობის დაწყების წინ, ჩაუტარდა უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი და ეს მისი სწავლებაში მონაწილეობის პირველი ფაქტი არ ყოფილა. ვ.ჭ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2-ჯერ არის ნამყოფი და 11 წელია ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს"- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.


30-10-2017, 15:14

431

უკანასკნელი სიახლეები