reklama
reklama
  • :

მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების ათეული

კომპანია TripAdvisor-ის რეიტინგში ბრიტანული სოფლის პაბი “შავი გედი“ მსოფლიოში საუკეთესო რესტორნად დასახელდა. გამარჯვებული კომპანიის საიტზე მილიონობით გამოხმაურებით გამოვლინდა. ეს რესტორანი, 2012 წელს პრემიის დაარსების შემდეგ, პირველად გახდა გამარჯვებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
“შავი გედი“, რომელსაც უკვე არაერთი ჯილდო აქვს ოჯახური რესტორანია ჩრდილოეთ იორკშირის ქალაქ ოულდსტედში.
მას შეფმზარეული ტომი ბენქსი და მისი ძმა ჯეიმსი მართავენ.

TripAdvisor-ის სარეიტინგო ათეული ასე გამოიყურება

Black Swan – ოულდსტედი, ბრიტანეთი;
Belmond Le Manoir aux Quat’Saisons – გრეით მილტონი, ბრიტანეთი;
Maison Lameloise – შანი, საფრანგეთი;
L’Auberge de l’Ill – ილიაეზერნი, საფრანგეთი;
Martin Berasategui – ლასარტე, ესპანეთი;
Daniel – ნიუ-იორკი, აშშ-ი;
La Colombe – კონსტანცია, გაერთიანებული არაბთა რესპუბლიკა;
David’s Kitchen – ჩიანგმაი, ტაილანდი;
Maido – ლიმა, პერუ;
El Celler de Can Roca – ჟირონა, ესპანეთი.


23-10-2017, 13:26

368

უკანასკნელი სიახლეები