reklama
reklama
  • :

ცოცხმაგარა, წყლის იასამანი

რამოდენიმე წლის წინ ერთმა პაპამ მითხრა, რომ ამის მომარაგების დროს "რკინის არაფერი უნდა გქონდეს ზედ" :) . ვერ ვუპოვე განმარტება, მაგრამ მაინც მახსოვს ეს რჩევა. ხოდა, "საქონელი თუ ხვანცალებს" ))) ან "ბაღანას თუ დაძინება უჭირს"- ლეიბში ჩადეო.

ავადმყოფობით დასუსტებულ ბავშვებისთვის, ცოცხმაგარას აბაზანები მისწრებაა, ასევე "კრუნჩხების შემთხვევაში".

ყვავილი იჭმევა, ხოლო ძმართან ან ძროხის შარდთან ერთად იძლევა მგრად ყვითელ საღებავს ტყავის და ბამბის შესაღებად. ამ რეწვში საქართველოში გამოიყენებდნენ, მაროკოში კი ახლაც იყენებენ.

მცენარესგან მზადდება ტრიქომონადას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, ზოგადად ბევრ ვენერიულ დაავადებას უმკლავდება.

გამთენიისას ცოცხმაგარა "კამკამა ცრემლით ტირის". იმდენ ნეკტარს გამოყოფს, რომ მესხეთში ღვინთას ეძახიან)). მეცნიერებს თუ დაუჯერებთ, თითო ყვავილში 0,7 მგ, შესაბამისად ერთი ბუჩქიდან 795 მილიგრამი... ფაქტია, რომ მუდამ ფუტკრები და პეპლები ეხვევიან გურული სახელიც მომწონს: "ცახა-ცახა" :)
მეჯიკი მცენარეა, სასწაული მეჯიკი.

"აბიგლუკოზას" რჩევები სპეციალურად საინფორმაციო სააგენტო IDNews.ge - სთვის


14-07-2017, 12:50

624

უკანასკნელი სიახლეები