reklama
reklama
  • :

სალბის და ბალბას შაქარყინული ყელის ტკივილისა და ხველებისთვის

ყველამ ვიცით ,რომ ყელის ტკივილის და ხველების დროს სალბის, ევკალიპტის ან ბალბას ნახარში საუკეთესო წამალია. მაგრამ ბავშვის მცენარეული პროდუქტით მკურნალობაზე დაყოლება არც ისე ადვილი საქმეა. გთავაზობთ საავტორო ხრიკს რეცეპტს.

გაცხელებულ ქვაბში ვყრით სალბის ხმელ ფოთოლს(3 სუფრის კოვზი), ან ბალბას ფესვეფს(2ს.კ). მასა უნდა იყოს მსხვილი ფრაქციის.( საერთოდ, ხარისხიანი ხმელი სამკურნალო მცენარე დაუდგენელ ფხვნილს არ უნდა ჰგავდეს.)

ვაყრით ნახევარ ჩაის კოვზს შაქარს და ვურევთ კოვზით იქამდე, სანამ შაქარი დაიწყებს დნობას და მასთან ერთად სალბი/ბალბა/ ეთერს გამოყოფას. დაამატეთ 1 ჩ. კ. მრავალძარღვა, 1ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი, და დაფქვილი დარიჩინი დანის წვერზე. დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და წამოადუღეთ.

გაფილტრეთ ნახარში, დაამატეთ შაქარი და ისევ დადგით ცეცხლზე. ვაკეთებთ”მამალოს”.ჩვენი მასა აუცილებლად აქაფდება . ქაფის გაჩენის თანავე მოხსენით ცეცხლიდან ქვაბი და გააციეთ. მოამზადეთ ფორმა.

დადგით გაციებული მასა ცეცხლზე და გააჩერეთ 3-4 წუთი. ჩაასხით ფორმებში .გააციეთ და ამოიღეთ ფორმებიდან. ჩვენი სასარგებლო და სამკურნალო შაქარყინული მზად არის.

პროდუქტის შენახვის ვადა ორი კვირაა. სალბის შაქარყინული ხელს შეუწყობს ყელის ტკივილის და მშრალი ხველის მკურნალობას , ხოლო ბალბას ფესვის შაქარყინული-სველ ხველას და ნახველის შემცირებას. ვფიქრობ, ასეთი “წამლის” მიღება არცერთ ბავშვს არ დაეზარება.

იყავით ჯამრთელები! ❤

"აბიგლუკოზას" რჩევები სპეციალურად საინფორმაციო სააგენტო IDNews.ge - სთვის


17-06-2017, 15:08

1 201

უკანასკნელი სიახლეები