თბილისში მოძრავი სავაჭრო ჯიხურების საქმიანობის მოწესრიგება დაიწყო »
reklama
reklama
  • :

თბილისში მოძრავი სავაჭრო ჯიხურების საქმიანობის მოწესრიგება დაიწყო

ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველგან, სადაც მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ვაჭრობის ფაქტს შეხვდებით, იცოდეთ ეს საქმიანობა სპეციალური ნებართვისა და სანქციების საფუძველზე ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ბორბლებზე შემდგარი სავაჭრო ჯიხურები ფრიად პოპულარულია, ასეთ საქმიანობის ნებართვას ყველა შტატი მაინც არ გასცემს. მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ იქ, სადაც მსგავსი საქმიანობა ხორციელდება შეთანხმებულია, ნებადართულია და სანქცირებულია ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. აღნიშნული სფეროს სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის ლოგიკა მარტივი და ფუნდამენტურია: ზრუნვა მოსახლეობის ჯანდაცვა, უკანონო ვაჭრობის მაღალი რისკის პრევენცია და ქალაქის იერსახე.
როგორც ჩანს, აღნიშნული სფეროს მოწესრიგებას თბილისის მერიაც იწყებს. ბორბლებიანი ჯიხურები ბოლო პერიოდში სულ უფრო მომრავლდნენ დედაქალაქში. მათ ძირითადად, ქალაქის ხალხმრავალ და ცენტრალურ უბნებში შეხვდებით. პროდუქტი, რომელიც იყიდება და სერვისი, რომელიც ამ ჯიხურებიდან გაიცემა განსხვავებულია. დაწყებული საკვები პროდუქტიდან დამთავრებული ხელნაკეთი სათამაშოებით. ძნელია იმის თქმა, რა ღირს ასეთი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება საქართველოში, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, „მოძრავი სატრანსპორტო სავაჭრო საშუალებების ასოციაციის კვლევების მიხედვით“ მსგავსი საქმიანობის წამოწყება დაახლოებით 25 ათასი აშშ დოლარი ჯდება და ამ თანხაში შესაბამისი ავტომანქანის შეძენა, მოწესრიგება, სტანდარტების დაკმაყოფილება და სხვა ხარჯებიც შედის. „ასოციაცია“ დაინტერესებულ და დამწყებ მეწარმეებს 8 პუნქტიან გზამკვლევს სთავაზობს და სთხოვს, რომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ადგილობრივ კანონმდებლობას, ლიცენზიებისა და სხვა ტიპის ნებართვის საკითხს დაუთმონ.
საქართველოს დედაქალაქში, მიმდინარე წლის 9 იანვრიდან, პარკირების ადგილებზე მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან სამეწარმეო საქმიანობის მონიტორინგი დაიწყო. თბილისის მერიაში აცხადებენ რეგულაცია მონიტორინგს ძირითადად, ის მოძრავი სავაჭრო სატრანსპორო საშუალებები დაექვემდებარებიან, რომლებიც ავტობუსების გაჩერების მახლობლად, პარკირების ადგილას დგანან და სამეწარმეო საქმიანობას ყოველგვარი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ეწევიან და აღნიშნულ ადგილებზე დგომისთვის, მხოლოდ პარკირების საფასურს იხდიან. რაც შეეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს, როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ვინაიდან ზემოთხსენებული სავაჭრო ობიექტები ლიცენზიის გარეშე მოქმედებენ, ისინი სააგენტოში რეგისტრირებულ ბაზაში დაფიქსირებული არ არიან. შესაბამისად, მათზე არანაირი კონტროლი არ ხორციელდება.

„ჩვენი კონტროლის მექანიზმი მოქმედებს მხოლოდ ჩვენს ბაზაში არსებულ ბიზნეს-ოპერატორებზე. ვინაიდან, მოძრავი სავაჭრო ობიექტები სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე რეგისტრირებული არ არის, მათი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი თბილისის მერიის პრეროგატივაა. - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.

თბილისის მერიის განცხადებით ავტოპარკინგებზე ვაჭრობის დაფიქსირების შემთხვევაში, მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს თავდაპირველად, მხოლოდ გაფრთხილებას მისცემენ.
16 იანვრის შემდეგ უკანონო ქმედებისთვის ავტოსატრანსპორტო მეწარმეები დაჯარიმდებიან.


12-01-2017, 16:04

1 851

უკანასკნელი სიახლეები

რეკლამა საიტზე