reklama
reklama
  • :
რეკლამა საიტზე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო შეშფოთება საოკუპაციო ძალების მორიგ ვანდალურ ფაქტზე

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მორიგ ვანდალურ ქმედებასთან - აფხაზეთში გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკეუნეების ქართული ისტორიული ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მასმედია დიდი მონდომებით დასაშვები მეთოდით ამხელს სირიის ქალაქ ალეპოში ისტორიული ძეგლების განადგურების ფაქტებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი ვანდალურ დამოკიდებულებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ლამის უმძიმეს დანაშაულად აფასებს. ამავე დროს, იგივე რუსეთი ანალოგიურ დანაშაულს ჩადის მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც გახლავთ კრემლის აგრესიული პოლიტიკის, ცინიზმის და ორმაგი სტანდარტების ნათელი დადასტურება.

რუსი სამხედროების მიერ წებელდაში სამხედრო პოლიგონად ქცეულ ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლების განადგურება არ გახლავთ შემთხვევითი ფაქტი. ეს არის აფხაზეთში ქართული კვალის წაშლის კარგად გათვლილი დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ერთობლივი ქართულ-აფხაზური კულტურული ფასეულობების მოსპობას.

ვგმობთ რა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ წებელდაში კულტურული ძეგლის განადგურების ვანდალურ აქტს, მოვუწოდებთ იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მკაცრი და ობიექტური შეფასება მისცენ რუსეთის პოლიტიკას, რომელიც მის მიერ ოკუპირებულ რეგიონში კულტურული ძეგლების განადგურებისკენ არის მიმართული"- აღნიშნულია განცხადებაში.


11-01-2017, 17:44

248

უკანასკნელი სიახლეები

რეკლამა საიტზე