reklama
reklama
  • :
რეკლამა საიტზე

პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპატრამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
აკავებულია მოქალაქე ნ.ჭ, რომელიც N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის ს.შ-სთვის ამანათის შეგზავნის მიზნით დაწესებულების საამანათო განყოფილებაში მივიდა. შესაბამისი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მის მიერ წარდგენილ ს.შ-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში მალულად იყო ჩაკერებული ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომლებშიც მოთავსებული იყო 0.046141 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". ნ.ჭ. ადგილზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-378-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


11-01-2017, 13:22

156

უკანასკნელი სიახლეები

რეკლამა საიტზე