reklama
reklama
  • :
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ისრაელის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს.
როგორც "ნიუპოსტს" უწყებიდან აცნობეს, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 104 აბი ამოიღეს.

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, ისრაელის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ც. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 104 აბი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მ.ც.-ს მარიხუანის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)" - აცხადებენ შსს-ში.


11-01-2017, 13:17

49

უკანასკნელი სიახლეები

რეკლამა საიტზე