reklama
reklama
  • :
რეკლამა საიტზე

რას უკავშირებს დავით ნარმანია ხეების მოჭრის გაზრდილ სტატისტიკას?!

დაზიანებული ხეების მოჭრის გაზრდილ სტატისტიკას თბილისის მერი სანიტარულ ჭრებს უკავშირებს. დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ჭრები სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე განხორციელდა. დედაქალაქის მერი IDFI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა:

„2016 წელს ჩვენ ვახორციელებდით სანიტარულ ჭრებს, რომლის ფარგლებშიც ჯერ ხდებოდა ხეების მდგომარეობის შეფასება, მათი ნუმერაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ხეების მოჭრა. ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც გამოიწვია აბსოლუტურ მაჩვენებლებში ციფრების ზრდა, თუმცა სანიტარული ჭრები არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაზიანებულმა, დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეები არ დააზიანოს.

შეფასება ხდება წინასწარ, ვიდრე ხეების დანომვრა მოხდება. შესამაბისად, ამაზე დაყრდნობით ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ხეების მოჭრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნარმანიამ.

2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამასთან, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა. ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება. მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 2016 წლის ზაფხულში გამოავლინეს ერთ-ერთი ასეთი ფაქტი.

IDFI-ის მიერ მომზადებული მასალა მოიცავს ინფორმაციას/სტატისტიკურ ანალიზს საცხოვრებელი კორპუსებისა და კომერციული ობიექტების მშენებლობაზის შესახებ, ხეების მოსაჭრელად გაცემულ ნებართვებზე, ნებართვების გაცემიდან ქალაქის ბიუჯეტში არსებულ შემოსავლის რაოდენობაზე და უნებართვოდ მოჭრილი ხეების რაოდენობაზე.


10-01-2017, 14:42

314

უკანასკნელი სიახლეები

რეკლამა საიტზე