საქართველოში დიდი ბიზნესი ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე არ არსებობს - დემურ გიორხელიძე
reklama
reklama
  • :

საქართველოში დიდი ბიზნესი ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე არ არსებობს - დემურ გიორხელიძე

პირველი იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, შესაბამისად ავტოგასამართი ქსელის მქონე კომპანიების ნაწილმა სამომხმარებლო ბაზარზე საწვავის ფასები ასწია.
საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთმა ყველაზე ქსელურმა კომპანია ,,ვისოლმა“ საწვავის ფასი 15 თეთრით გაზარდა.
19 - 20 თეთრით გაძვირდა ავტოგაზიც და მომხმარებელს 1 კუბ. გაზის შეძენა უკვე 1.44- 1.45 ლარად მოუწევს.


შეგახსენებთ, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, აქციზის ფასები ბენზინის შემთხვევაში, ერთ ტონაზე 250-დან 500 ლარამდე მოიმატებს, დიზელზე 150-დან 400 ლარამდე, ხოლო გაზზე - 80-დან 200 მდე.
ჯერ კიდევ ახალწლამდე მნიშვნელოვნად გაძვირდა თამბაქოც, რაც აქციზის გადასახადზე ფასების გაზრდის მოლოდინმა გამოიწვია. ყველა ზემოთჩამოთვლილი პროდუქციის გაძვირებამ სამომხმარებლო ბაზარზე დანარჩენი პროდუქტების ფასების მატება გამოიწვია.
შექმნილი ვითარების ფონზე რას უნდა ველოდოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე და რისი იმედი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას, ამ საკითხებზე ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ვესაუბრეთ.
მისი აზრით, ვიდრე მთავრობა აქციზების გადასახდს გაზრდიდა, მანამდე უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ეკონომიკური ზრდის დაწყებამდე ასეთი ნაბიჯის გადადგმა ნეგატიურად აისახებოდა მოსახლეობაზე, ვინაიდან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამოქმედების მოლოდინმა გახმოვანებისთანავე უარყოფითი შედეგები გამოიღო და ლარის კურსის უფრო მეტად გაუფასურება გამოიწვია.
,,ახლა ჩვენ ვხედავთ პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება მოსახლოებას, რომელსაც სტაბილური შემოსავალი არ აქვს და ძირითადად ემიგრანტების გამოგზავნილ თანხაზეა დამოკიდებული.
დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასული ქალები არჩენენ...
ქვეყნის აღმშენებლობისთვის აუცილებელი გზა აბსოლუტურად სწორად დაასახელა პრემიერ-მინისტრმა, ესაა სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც რეალობად უნდა იქცეს.
ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა აღემატებოდეს ფასების ზრდის ანუ ინფლანციის ტემპს, რომლის დარეგულირებაც შესაძლებელია სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებით.
სწრაფი ეკონომიკური ზრდა საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანებს სამუშაო და სტაბილური შემოსავალი გაუჩნდეთ, ეს უნდა იყოს, უმთავრესად, კერძო სექტორში და აუცილებლდ განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი.
არაფერია ახალი იმაში, თუ ვიტყვი, რომ მთელ მსოფლიოში, ყოველი ახალი ათი სამუშაო ადგილიდან რვა მცირე და საშუალო ბიზნესში იქმნება. მცირე და საშუალო ბიზნესი იძლევა იმის საშუალებას, რომ დამქირავებელმა თუ დაქირავებულმა, მისთვის მისაღები შემოსავლების დონე არეგულიროს.
ჩვენ ეს პროცსი ქვეყანაში არა გვაქვს და დომინირებს ეგრეთწოდებული პრივილეგირებული ოლიგოპოლიური ბიზნესი, რომელიც ფაქტიურად ხელისუფლებასთან არის შერწყმული, რადგან საქართველოში დიდი ბიზნესი ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე არ არსებობს.
ქართული ეკონომიკური სტრუქტურა საშინლად არის დეფორმირებული, თუ ყველა ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მეტი წილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის, ვიდრე მსხვილ ბიზნესზე, საქართველოში მათი წილი უმნიშვნელოა. ეს არის არასწორი პოლიტიკის შედეგი.
ამდენად, ან სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება და გვეცოდინება, რის მერე რა კეთდება, პირველი ეტაპი რას მოიცავს და რა ვადებზეა გაწერილი, მეორე ეტაპი - რას და ასე შემდეგ, და გაჩნდება სამუშაო ადგილები, ოღონდ არა მხოლოდ გარკვეული პირების განცხადებებში, არამედ რეალურ ცხოვრებაში და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, ან არადა, ვიქნებით კიდევ უფრო მძიმე პირობებში, ვირდე 2016 წელს ვიყავით.“ - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

რაც შეეხება, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდას, ექსპერტის თქმით, ჩვენ რომ განვითარების გზაზე მდგომი და ეკონომიკურად ძლიერი ქვყანა ვიყოთ, მართლაც უნდა იბრძოლოს ხელიუსფლებამ თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ და ამ პოდუქციაზე ძალიან მაღალი აქციზებიც უნდა დაწესდეს.
,, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის,რომ ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის გამანადგურებელი ნივთიერება.
დღეს ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც, წარმატებული ადამიანების წრეში, არათუ სიგარეტის გაბოლება, სიგარეტზე საუბარიც კი სირცვხილად ითვლება. კარგმა ცხოვრებამ იცის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაც, მაგრამ წლობით უმუშევარ ადამიანებს, რომლებიც თამბაქოს ან ალკოჰოლის აქტიური მომხმარებლები არიან, აქციზების გაძვირებით ამ ჩვევისგან თავის შეკავება აიძულო, ეს მეთოდი არამარტებულია და ვერ გაამართლებს.
აქედან გამომდინარე, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის განათლება არის საქართველოსთვის უპირველესი ამოცანა, ამ ორი კომპონენტის გარეშე არაფერი გვეშველება.“ - აცხადებს დემურ გიორხელიძე.


5-01-2017, 10:41

1 003

უკანასკნელი სიახლეები

რეკლამა საიტზე